შეისწავლე მეარმატურე-მექარგილის საქმე
👷 შეისწავლე მეარმატურე-მექარგილის საქმე, 2 თვიანი თეორიული სწავლება, სრული სახელმწიფო დაფინანსებით, სწავლა დაგიფინანსდებათ 1500 ლარიანი გრანტით, რომელიც ასევე ფარავს ცხოვრებას ჩვენს კეთილმოწყობილ კამპუსში.
სწავლების პერიოდში მიიღებ სტიპენდიას 600 ლარის ოდენობით შემდგომ კი, 2.5 თვის განმავლობაში გაივლი ანაზღაურებად პრაქტიკას და გამოიმუშავებ პირველ ანაზღაურებას ჯამში 1875 ლარამდე. თბილისში,პრაქტიკის პერიოდში საცხოვრებელს უზრუნველყოფს ბიქეი ქონსთრაქშენი.
რას აკეთებს მეარმატურე-მექარგილე?
🧲 მეარმატურე-მექარგილე ამზადებს და აწყობს სხვადასხვა სახის ყალიბებს და არმატურის ნაკეთობებს. კრებს არმატურას უშუალოდ დაბეტონების ადგილას, ასრულებს ბადეებისა და კარკასების მონტაჟ-დემონტაჟს, ასხამს, ამკვრივებს და უვლის ბეტონს ყალიბებში.
როგორ გავხდე მეარმატურე-მექარგილე?
📞 დაგვირეკე 032 2 42 44 43 ან შეავსე განაცხადი, რის შემდეგაც ჩვენ დაგიკავშირდებით და გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, ჩაირიცხები კოლეჯში სრული დაფინანსებით.
2 თვის განმავლობაში გაივლი მეარმატურე-მექარგილის თეორიულ სწავლებას. სწავლების პერიოდში შენ მიიღებ სტიპენდიას 600 ლარის ოდენობით შემდგომ კი, 2.5 თვის განმავლობაში გაივლი ანაზღაურებად პრაქტიკას და გამოიმუშავებ პირველ ანაზღაურებას ჯამში 1875 ლარამდე.
🟧 პროგრამის დასრულების შემდეგ შენ გახდები მეარმატურე-მექარგილე და შეძლებ დასაქმდე მშენებლობაზე.