შეისწავლე კალატოზ-მებათქაშის საქმე

👷 შეისწავლე კალატოზ-მებათქაშის  საქმე, 2 თვიანი თეორიული სწავლება, სრული სახელმწიფო დაფინანსებით, სწავლა დაგიფინანსდებათ 1500 ლარიანი გრანტით, რომელიც ასევე ფარავს ცხოვრებას ჩვენს კეთილმოწყობილ კამპუსში.

 სწავლების პერიოდში მიიღებ სტიპენდიას 600 ლარის ოდენობით შემდგომ კი, 2.5 თვის განმავლობაში გაივლი ანაზღაურებად პრაქტიკას და გამოიმუშავებ პირველ ანაზღაურებას ჯამში 1875 ლარამდეთბილისში,პრაქტიკის პერიოდში საცხოვრებელს უზრუნველყოფს ბიქეი ქონსთრაქშენი.

 

რას აკეთებს კალატოზ-მებათქაშე?

🧱 კალატოზ-მებათქაშე აშენებს კედლებს და ტიხრებს აგურით და სხვადასხვა სახეობის ბლოკით. ასრულებს ბათქაშით სარემონტო სამუშაოებს, აბათქაშებს კედელს, ჭერს, იატაკს, კარ-ფანჯრების ღიობებსა და სვეტებს.

როგორ გავხდე კალატოზ-მებათქაშე?

📞 დაგვირეკე 032 2 42 44 43 ან შეავსე განაცხადი, რის შემდეგაც ჩვენ დაგიკავშირდებით და გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, ჩაირიცხები კოლეჯში სრული დაფინანსებით.

 2 თვის განმავლობაში გაივლი კალატოზ-მებათქაშის თეორიულ სწავლებას. სწავლების პერიოდში შენ მიიღებ სტიპენდიას 600 ლარის ოდენობით შემდგომ კი, 2.5 თვის განმავლობაში გაივლი ანაზღაურებად პრაქტიკას და გამოიმუშავებ პირველ ანაზღაურებას ჯამში 1875 ლარამდე.

 

🟧 პროგრამის დასრულების შემდეგ შენ გახდები კალატოზ-მებათქაშე და შეძლებ დასაქმდე მშენებლობაზე.

რა იქნება ჩემი შემოსავალი?

💸 ბიქეი ქონსთრაქშენში დასაქმებული დამწყები კალატოზ-მებათქაშის წლიური ანაზღაურება იწყება 18 300₾-დან, საშუალო დონის კალატოზ-მებათქაშის წლიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 28 000₾-ს, ხოლო გამოცდილ კალატოზ-მებათქაშეს შეუძლია გამოიმუშავოს 35 100₾-მდე.

შეავსე განაცხადი

თქვენი განაცხადი გაიგზავნა!