2019-01-15 07:33:03

“კონსტრუქტ2”-ში მოკლევადიან სასწავლო პროგრამებზე თეორიული და პრაქტიკული მიმართულების მასწავლებლების შერჩევა მიმდინარეობს.

“კონსტრუქტ2”-ის, როგორც დუალურ სწავლებაზე ორიენტირებული სამშენებლო კოლეჯის მიზანს, თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული ჰარმონიზაცია და აუდიტორიებში მიღებული აკადემიური ცოდნის პრაქტიკული სამუშაოებით გამყარება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ m2-ის   ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოლეჯი პრაქტიკული მიმართულების მასწავლებლებით თვითონვე უზრუნველყოს და ამ გზით კოლეჯის სტუდენტებს საშუალება მისცეს პრაქტიკული გამოცდილება კომპანიის წამყვან ოსტატებთან ერთად მუშაობის პროცესში შეიძინონ.

m2-ის მიერ რეკომენდირებული სპეციალისტები კოლეჯის ადმინისტრაციასთან გასაუბრების შემდგომ ოფიციალურად გახდებიან სასწავლო დაწესებულების პრაქტიკული მიმართულების მასწავლებლები და ახალგაზრდებს პროფესიონალ ოსტატებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან.